მეოთხე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ,,არენა 76“ და თსუ-,,ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს 2-2 მოგება და თითო წაგება ჰქონდათ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი სტუდენტებმა მოიგეს - 34:32.
პირველის მსგავსად მეორე ტაიმმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მდევრის როლში მყოფმა ,,არენა-76“-მა დასკვნით მეოთხედში რამდენჯერმე წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და გამარჯვება თსუ-,,ჰიუნდაის“ დარჩა 67:62.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა ამერიკელი უკანახაზელი როდნერიუს ლუისი იყო, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია. 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულემ, ცენტრალურმა თავდამსხმელმა პიტერ ალექსისმა შეასრულა. 14 ქულითა და 13 მოხსნით თსუ-,,ჰიუნდაის“ მხრიდან საუკეთესო შედეგი ცენტრალურმა თავდამსხმელმა კრისტოფერ გაბრიელმა აჩვენა.
ამრიგად, ა ლიგაში 4 ტურის შემდეგ სამხელისუფლებიანობაა. ,,ტიტებს“, თსუ-,,ჰიუნდაისა“ და ,,დელტას“ 7-7 ქულა აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
,,არენა 76“- თსუ ,,ჰიუნდაი“ 62:67 (18:14, 14:20, 20:23, 10:10)
1 | თსუ-ჰიუნდაი | 4 | 3 / 1 | 291 / 257 | 7 |
2 | ტიტები | 4 | 3 / 1 | 294 / 271 | 7 |
3 | მარნეული | 4 | 3 / 1 | 291 / 282 | 7 |
4 | არენა-76 | 4 | 2 / 2 | 301 / 297 | 6 |
5 | წყალტუბო | 4 | 1 / 3 | 343 / 345 | 5 |
6 | სეუ | 4 | 0 / 4 | 279 / 347 | 4 |