“კლივლენდ კავალიერსის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი ექვსი კვირა ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. ლავმა ტრავმირებულ მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და აღდგენით პროცესს 6 კვირა დასჭირდება.
მიმდინარე სეზონში კევინმა 46 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20 ქულას, 11.1 მოხსნას და 1.9 პასს აკეთებდა.