ფეხბურთი

12:18 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

იულიან დრაქსლერმა პსჟ-ში სამ სხვადასხვა ტურნირზე დებიუტი გოლით აღნიშნა

იულიან დრაქსლერი პსჟ-ს ძალიან კარგად მოერგო და გარდა იმისა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად სწრაფად ჩამოყალიბდა, ერთი საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა – გერმანელმა ფეხბურთელმა პარიზული გუნდის მაისურით სამ სხვადასხვა ტურნირზე სადებიუტო მატჩში შეძლო გოლის გატანა.

ჯერ საფრანგეთის თასზე “ბასტიასთან” გაიტანა და ეს შეხვედრა იყო არამარტო პირველი თასზე, არამედ მთლიანად პსჟ-ში. შემდეგ უკვე, ლიგა 1-ის სადებიუტო მატჩში გაუტანა “რენს”, ხოლო გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა პარიზელთა რიგებში და “ბარსელონას” კარიც დალაშქრა.

ჯამში, იულიან დრაქსლერს "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ჩატარებულ 9 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი - 3 საფრანგეთის თასზე, ხოლო თითო-თითო ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე.

0.117621