ფეხბურთი

11:14 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ეს შედეგი ჩემი ბრალია"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პარი სენ ჟერმენთან” განცდილ მარცხზე (0:4) პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. როგორც მან აღნიშნა, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

“პსჟ-მ ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მათ გაცილებით მეტი სურვილი გამოავლინეს მოგების. დამნაშავე? – მარცხზე პასუხისმგებლობას სრულად მე ვიღებ, ფეხბურთელები არაფერ შუაში არ არიან.

პსჟ-ს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და სიურპირიზი არაფერია”, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

“ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” საპასუხო მატჩი "ნოუ კამპზე" 8 მარტს გაიმართება. კატალონიელები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან - ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ნაადრევად რომ არ დატოვონ, ოთხბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უნდა იბრძოლონ.

0.111189