საფრანგეთის ჩემპიონ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "ბარსელონასთან" გამარჯვების (4:0) შემდეგ განაცხადა, რომ სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, ჯერ არაფერია გარკვეული და მის გუნდს მეოთხედფინალის საგზური არ მოუპოვებია.
“გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრისთვის შოუ გვეჩუქებინა და მიხარია, რომ ეს მოვახერხეთ. თუმცა, ამით არაფერი დასრულებულა. “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” ძალიან ძლიერია და საპასუხო თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს, პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.
დღეს ჩვენი ფეხბურთელების გარჯით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ძლიერი გუნდის წინააღმდეგ უმაღლესი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ”, - თქვა ემერიმ.
“ბარსელონასა” და პსჟ-ს საპასუხო მატჩი 8 მარტს, კატალონიაში გაიმართება.