ფეხბურთი

23:54 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლასანა დიარამ "მარსელი" დატოვა

ფრანგულმა “მარსელმა” და გამოცდილმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ თანამშრომლობა გაწყვიტეს. როგორც “ოლიმპიკის” ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას, მაგრამ თავისუფალი აგენტი გახდა, შესაბამისად, ახლა გუნდში გადასვლა ნებისმიერ დროს, უფასოდ შეეძლება. ამასთან, როგორც გაირკვა ლასანას ჩინეთიდან აქვს წინადადებები.

ლასანა დიარამ მიმდინარე სეზონში “მარსელის” შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა. ისე კი, “ველოდრომზე” 2015 წელს გადავიდა მოსკოვის “ლოკომოტივიდან” და გასულ სეზონში 26 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფრანგ შუახაზელს თავის დროზე “ჩელსიში”, “არსენალში”, “პორტსმუთში”, “რეალში”, “ანჟისა” და “ლოკომოტივში” უთამაშია.

0.123715