ფეხბურთი

15:13 | 15.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" კიელინი გამოაკლდა

ტურინის “იუვენტუსის” ლაზარეთს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ჯორჯო კიელინი ტრავმის გამო “პალერმოსთან” შეხვედრას დანამდვილებით გამოტოვებს და ამასთან, მისი გამოჯანმრთელების დიდი იმედი არც დამდეგ კვირაში გასამართი მატჩისთვის არსებობს, როდესაც “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პორტუს” დაუპირისპირდება.

32 წლის კიელინიმ ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში “კალიარისთან” მატჩის დასაწყისშივე მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

აქვე გეტყვით, რომ კიელინის გარდა “იუვენტუსს” ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი მცველი, ანდრეა ბარძალი ჰყავს დაშავებული.

0.114172