მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი იტალიურ “ნაპოლისთან” თამაშს სიფრთხილით ეკიდება. გამოცდილი მცველის თქმით, ნეაპოლელები ძალიან კარგ ფორმაში არიან და თან, “სამეფო გუნდს” იტალიურ გუნდებთან თამაში პლეი-ოფში უჭირს.
“ნაპოლი” კარგ ფორმაშია და ძლიერი კონკურენტია – უნდა ვეცადოთ, პირველ მატჩში გოლი არ გავუშვათ. ეს აუცილებელია, რომ საპასუხო შეხვედრას უფრო მშვიდად შევხვდეთ. იტალიელებთან თამაში გვიჭირს, ამიტომ, “ნაპოლის” ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ”, - თქვა რამოსმა.
გარდა ამისა, სერხიომ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა:
“რეალში” ბედნიერი ვარ და კონტრაქტის ბოლომდე აქ დავრჩები. ჩემთვის საამაყოა, რომ 500 თამაში ჩავატარე ამ გუნდის რიგებში, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მომავალში კი, მსურს ასე გაგრძელდეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო”, - დასძინა რამოსმა, რომელმაც “სამეფო გუნდის” შემადგენლობაში საიუბილეო, მე-500 მატჩი “ოსასუნას” წინააღმდეგ ჩაატარა.
“რეალი” “ნაპოლის” 15 თებერვალს უმასპინძლებს.