ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ L’Equipe-მა ლიგა 1-ის 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
ტურის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, სამ-სამი მოთამაშე “მონაკოდან” და “პარის სენ-ჟერმენიდან” არიან წარდგენილნი.
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ლაფონტი (“ტულუზა”);
მცველები: ტომასი (“ანჟერი”), მარკინიოსი (პსჟ), ა.ტურე (“მონაკო”), ფ.პოგბა (“სენტ ეტიენი”);
ნახევარმცველები: რონჟერი (“ნანტი”), მოუტინიო (“მონაკო”), ბუდებუზი (“მონპელიე”), დი მარია (პსჟ);
თავდამსხმელები: მბაპე (“მონაკო”), კავანი (პსჟ).