“იუვენტუსის” არგენტინელ ცენტრალურ თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს კარგი დრო უდგას და მისი შეჩერება ძალიან რთულია. 29 წლის ფეხბურთელმა 2017 წელს უკვე შესძლო 8 გოლის გატანა - 7 მატჩში.
აღსანიშნავია, რომ 8 გოლიდან არცერთი არ ყოფილა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი.
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ჩამონათვალს, რომლებმაც 2017 წელს შედარებით მეტი გოლი გაიტანეს.
ბას დოსტი “სპორტინგი” - 8 გოლი, 6 მატჩში.
ედინსონ კავანი “პარი სენ ჟერმენი” - 7 გოლი, 6 მატჩში.
ალექსანდრ ლაკაზეტე “ლიონი” – 7 გოლი, 6 მატჩში.
ლუის სუარესი “ბარსელონა” – 6 გოლი, 5 მატჩში.
ალეხანდრო გომესი “ატალანტა” – 6 გოლი, 6 მატჩში.
რომელუ ლუკაკუ “ევერტონი” – 6 გოლი, 6 მატჩში.
ჰარი კეინი “ტოტენჰემი” – 6 გოლი, 7 მატჩში.