ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - როჯერ ფედერერი, რომელიც მეათე ადგილზე იმყოფებოდა, მეცხრეზე გადავიდა, ხოლო მეცხრე ადგილიდან მეათეზე გაელ მონფისმა გადაინაცვლა.
“მონპელიეს” ტურნირის გამარჯვებული 19 წლის ალექსანდრე ზვერევი 21-ე ადგილიდან მე-18 პოზიციაზე დაწინაურდა, რაც თინეიჯერი ჩოგბურთელისთვის საუკეთესო შედეგია.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 20 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 67-ე ადგილზე იმყოფება.
ATP-ის განახლებული რეიტინგი 13 თებერვლისთვის:
1. ენდი მარეი - 11 540 ქულა
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 9825
3. სტან ვავრინკა – 5695
4. მილოშ რაონიჩი – 4930
5. კეი ნიშიკორი – 4625
6. რაფაელ ნადალი – 4395
7. მარინ ჩილიჩ – 3470
8. დომინიკ ტიმი – 3405
9. როჯერ ფედერერი –3260
10. გაელ მონფისი – 3145