ფეხბურთი

21:22 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი ვენის დერბში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ზამთრის პაუზის მერე განახლდა და წლის პირველივე ოფიციალურ თამაშში შეძლო გოლის გატანა “რაპიდის” ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ. 23 წლის ფორვარდმა ვენურ დერბში, “აუსტრიას” გაუტანა.

გიორგიმ ანგარიში 55-ე წუთზე მოხდენილი თავურით გახსნა და თავისიანები წინ გაიყვანა. ჩვენებურმა მინდორზე 70 წუთი დაჰყო. აღნიშნული მატჩი კი, ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გაათანაბრეს.

ქვილითაიას მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 14 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, თითოჯერ ავსტრიის თასზე და ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება უშუალოდ “რაპიდს” – ქართველის გუნდი ბუნდესლიგაში 21 ტურის შემდეგ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა პირველ ოთხეულთან ჩამორჩენა საკმაოდ დიდია.

0.115339