ფეხბურთი

13:45 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი 5 თვე იუქმებს

კატალონიის “ბარსელონას” მარჯვენა მცველმა ალეიშ ვიდალმა სეზონი დაასრულა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს დაზიენბულ მარჯვენა ტერფზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, რომლის აღდგენით პროცესს 5 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდალი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ალეიშ ვიდალმა ტრავმა გუშინ, “ალავესთან” მატჩის 85-ე წუთზე მიიღო.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 11-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.116478