ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ჰალთან" მოგებული (2:0) პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას არ იმსახურებდა.
"ორგანიზებულად ვთამაშობდით, თუმცა მატჩის სადავეები ხელში ბოლომდე ვერ ჩავიგდეთ და წნეხის ქვეს ვიყავით. შეხვედრის ბოლოც იღბალი ჩვენ მხარეს იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ასეთ შედეგს ვერ დავაფიქსირებდით." - განუცხადა BBჩ-ის ფრანგმა სპეციალისტმა.
მატჩის განმავლობაში ბურთს უფრო მეტად "ჰალი" ფლობდა და მომენტები სათანადოდ ვერ გამოიყენა. ამ გამარჯვებით "არსენალმა" 50 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება, ხოლო "ვეფხვები" 20 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფებიან.