ფეხბურთი

10:45 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი: "რონალდუსა და მესის წინააღმდეგ 110%-ით უნდა დაიხარჯო"

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ამასთანავე გამოცდილმა იტალიელმა ფეხბურთელმა uefa.com-ისთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც გააკეთა განცხადება.

- 2015 წელს, რონალდუს წინააღმდეგ ნახევარფინალში, ხოლო მესის პირისპირ ფინალში ითამაშეთ. რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რომლის შეჩერებაა უფრო რთული?

- ორი ნომერი პირველი – მესის უფრო ზებუნებრივი ნიჭი აქვს, ხოლო რონალდუმ უფრო შრომით მიაღწია ყველაფერს. თუმცა, ორივე აუცილებლად უდიდესი ფეხბურთელია, ორი ჩემპიონი. ითამაშო მათ წინააღმდეგ ძალიან საინტერესოა და უნდა დაიხარჯო 110%-ით, რადგან 100% საკმარისი არაა.

საერთოდ, ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ნამდვილი ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში იმიტომ, რომ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ გარკვეულწილად ეს დრაივს გავს. ხანდახან, ჩვეულებრივ თამაშებში ეს მენატრება.

- როგორი მოგონებები გაქვთ 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და რა ისწავლა “იუვენტუსმა” იმ მატჩით?

- არასდროს დამავიწყდება 6 ივნისი. ჩვენ ვთამაშობდით ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ და როდესაც, გავათანაბრეთ ალბათ უფრო გვჯეროდა, რომ მოვიგებდით, ვიდრე წავაგებდით. პირველი გოლი პოზიციური შეცდომის გამო გავუშვით, ხოლო რამდენიმე შეტევის შემდეგ გავათანაბრეთ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს გალაქტიკური შეტევა ჰყავდა. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, მაგრამ ამ თამაშმა გვასწავლა, რომ ყველა სიტუაციაში ბრძოლას აზრი აქვს.

0.119039