ხორვატმა ჩოგბურთელმა ივო კარლოვიჩმა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მიმდინარე ტურნირზე სამსეტიან მატჩში გრუნტის საფარზე სარეკორდო 39 ეისი მოაწოდა.
39 ეისის მიუხედავად, კარლოვიჩი ტურნირის 1/8-ფინალში ვიქტორ ესტრელიასთან 7:6, 6:7, 6:7 დამარცხდა.
37 წლის კარლოვიჩი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. მეოთხედფინალში ესტრელია ფედერიკო გაიოს შეხვდება.