“მილოუკი ბაქსის” ფორვარდი ჯაბარი პარკერი 12 თვის განმავლობაში პარკეტზე ვეღარ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
პარკერმა “მაიამისთან” მატჩში მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, ფორვარდს ოპერაცია უკვე გაუკეთეს და რებილიტაციის კურსი 12 თვეს გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯაბარისთვის ეს სეზონი დასრულდა. პარკერმა მსგავსი ტრავმა კარიერაში უკვე მეორედ მიიღო.
პარკერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20,1 ქულას და 6,2 მოხსნას აგროვებდა.