იტალიურმა "რომამ" სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ "მგლებმა" წუხელ "ფიორენტინას" "სტადიო ოლიმპიკოზე" 4:0 აჯობეს და საკუთარ მოედანზე მიჯრით მეთოთხმეტე თამაში მოიგეს - ასეთი კარგი სერია დედაქალაქურ გუნდს იტალიის ჩემპიონატში აქამდე არასდროს ჰქონია.
"რომას" ჩინებული სერია ჯერ კიდევ გასულ სეზონში, "ტორინოსთან" (3:2) მატჩში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტის გუნდმა "ოლიმპიკოზე" 11-დან თერთმეტი შეხვედრა დაასრულა წარმატებით.