დევისის თასზე კანადის ნაკრებს ბრიტანეთთან დაპირისპირებაში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. ამის მიზეზი ბრიტანელი კაილ ედმუნდის და კანადელი დენის შაპოვალოვის მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა - ანგარიშზე 6:3, 6:4, 2:1 ბრიტანელის სასარგებლოდ, კანადელს ბოლო აუტში გაშვებულ ბურთზე ნერვებმა უმტყუნა, ჯიბიდან ბურთი ამოიღო და უმისამართოდ გაგზავნა, რომელიც საბოლოოდ მატჩის მთავარ მსაჯს თვალში მოხვდა. მატჩი შეწყდა და კანადა ტექნიკური მარცხით დაისაჯა.