როგორც ჩანს, გმირობიდან განტევების ვაცამდე არცთუ ისე დიდი მანძილია – საქმე ისაა, რომ კლაუდიო რანიერი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობა გამოცდილი იტალიელის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გათავისუფლებაზე ფიქრობს.
“მელიების” საქმე პრემიერლიგაში მართლაც საგანგაშოდაა – ბოლო ხუთ ტურში გუნდს გოლიც არ გაუტანია, ხოლო უკანასკნელი ოთხი თამაში მიყოლებით წააგო. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გასავარდნ ზონას ორი საფეხურით და ერთადერთი ქულით უსწრებს.
არადა, ჯერ კიდევ გასული წლის მაისში კლაუდიო რანიერი “ლესტერის” გმირი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, თავისი რესურსი მან ამ პატარა გუნდში სწორედ გასულ გაზაფხულზე ამოწურა...