"დორტმუნდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა "ლაპიციგთან" მოგებული (1:0) ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და მოწინააღმდეგის დამარცხება დიდი ანგარიშითაც შეეძლო.
"90 წუთის განმავლობაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. 1:0 მოვიგეთ, თუმცა შეგვეძლო 4:0 მოგვეგო. ძლიერად ვითამაშეთ და დაცვაშიც კარგად ვმოქმედებდით. "ლაიპციგი" მეორე ტაიმში ჩვენ კართან არ მივუშვით და საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ამ გამარჯვებით "დორტმუნდმა" "ლაიპციგთან" ქულათა სხვაობა რვამდე შეამცირა და 34 ქულა აქვს. ბუნდესლიგას კი "ბაიერნი" 46 ქულით ლიდერობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართალი ხარ მინიმუმ 3-0 უნდა მოგეგოდ
ემპოლის სტრიმი ხომარავინ იცით დალინკეთ
frombar.co
ოფიციალურათ ლევერკუზენის მცველი ომერ ტოპრაქი ახალი სეზონიდან დორტმუნდში იასპარეზებს
ლაიპციგი შერცხვა
საინტერესო მწვრთნელია ტუხელი შეუძლია დიდი სახელის დატოვება
ეგრეა, მაინცსაც კარგ ფეხბურთს ათამაშებდა.
+1