შაბათს ლა ლიგის 21-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონამ” შინ “ბილბაო” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
კატალონიელები მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ და ეს ტაბლოზეც აისახა, თუმცა მატჩის დებიუტში ძალიან გაუმართლათ, რომ ბურთი თავიანთ კარში არ მიიღეს: მე-3 წუთზე რაულ გარსიამ ახლო მანძილიდან ძელს გაარტყა.
მე-16 წუთზე კი მოხდა ის, რასაც “ბლაუგრანას” ქომაგი დიდხანს ელოდა: ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა პაკო ალკასერმა, რომელმაც ნეიმარს კარგი თამაში არ დაუკარგა და ახლო მანძილიდან შეაგდო.
მე-40 წუთზე კი, ლიონელ მესიმ მორიგი ჯარიმა გაიტანა. ამჯერად ლეომ მახვილი კუთხიდან დაარტყა და გორკა ირაისოსის შეცდომის წყალობით სხვაობა გაზარდა.
ბასკების წვალებას 67-ე წუთზე წერტილი მშვენიერ ფორმაში შესულმა ალეიშ ვიდალმა დაუსვა, რომელმაც ორი მეტოქე ჩამოიშორა და ირაისოსს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:0.
იოლად მოიგო “ატლეტიკომაც”, რომელიც “ვისენტე კალდერონზე” “ლეგანესს” დაუხვდა და ფერნანდო ტორესის დუბლით დაამარცხა. ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა: ანტუან გრიზმანს პენალტი ერერინმა აუღო, თუმცა დამატებაზე “ელ ნინიო” გაჩნდა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ერერინს ბურთი თავზე გადაუგდო და თავის გუნდს საჭირო 3 ქულა გაუფორმა – 2:0.
საკუთარი პუბლიკის წინაშე კიდევ ერთხელ შერცხვა “ვალენსია”, რომელმაც “მესტალიაზე” “ეიბარი” მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. სტუმრები 28-ე წუთზე ენრიჩმა თავური დარტყმით დააწინაურა და თითქოს, ტაიმი ასე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დამატებულ წუთებზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ძალიან საკამათო ვითარებაში მასპინძლებს კარლოს სოლერი გაუძევა და მათი კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. განმეორებაზე კი აშკარად გამოჩნდა, რომ სოლერს “ეიბარის” მოთამაშემ პირველმა გაარტყა სახეში, ხოლო ახალგაზრდა მოთამაშის პასუხის შემდეგ ყველაფერი კარგად გააფორმა და მსაჯს “ღამურებისთვის” უმკაცრესი განაჩენი გამოსტყუა. პენალტი ადრიანმა ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმზე სათქმელი ბევრი არაფერია – დემორალიზებულმა “ღამურებმა” კიდევ ორი ბურთი გაუშვეს და სამარცხვინო მარცხი განიცადეს – 0:4.
დღის გახსნით მატჩში კი, “ესპანიოლმა” პაბლო პიატის გოლით სტუმრად “მალაგა” დაამარცხა.
მალაგა – ესპანიოლი 0:1 (0:1)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-4-1-1): კამენი, დემიჩელისი, ლ.ერნანდესი, როსალესი, ხ.კარლოსი, ფორნალსი, კამაჩო, ონტივეროსი (დუდა 72), ჩ.კასტრო (კეკო 65), ხუანპი, მ.სანტოსი (ჩარლესი 60).
მწვრთნელი: მარსელო რომერო
ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, მ.ნავარო, კარისოლი, ხურადო (ო.დუარტე 92), ფუეგო, ხოსე ანტონიო რეიესი (კაისედო 74), ჰ.პერესი (როკა 61), პიატი, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლი: პიატი (17)
გაფრთხილებები: დემიჩელისი – ჰ.პერესი, პიატი, როკა, დიეგო ლოპესი
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი
ბარსელონა – ბილბაო 3:0 (2:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე (მასკერანო 46), უმტიტი, ვიდალი, მატიე, რაფინია (რაკიტიჩი 54), თურანი, გომეში, ნეიმარი, მესი (რობერტო 64), ალკასერი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ი.ალვარესი, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე (ბენიატი 59), იტურასპე, მუნიაინი, რ.გარსია (ერასო 74), ლეკუე (ადურისი 52), უილიამსი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 ალკასერი (18), 2:0 მესი (40), 3:0 ვიდალი (67)
გაფრთხილებები: პიკე – იტურასპე, დე მარკოსი, ლაპორტე
მსაჯი: გონსალეს გონსალესი
ატლეტიკო – ლეგანესი 2:0 (1:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-2): მოია, სავიჩი, გოდინი, ხუანფრანი, ლუისი, კოკე, გაბი, გრიზმანი (ვრსალკო 73), გაიტანი (კარასკო 57), საული (ა.კორეა 46), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ლეგანესი (5-3-2): ერერინი, პ.ინსუა, ბუსტინზა, სიოვასი, დ.რიკო, ვ.დიასი (ალბერტო 72), მორანი (მაჩისი 77), უ.ლოპესი (სამუელი 63), შიმანოვსკი, ბუენო, გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო
გოლები: ფ.ტორესი (15; 51)
გაფრთხილებები: სავიჩი – მორანი
მსაჯი: ხოსე სანჩესი
მე-15 წუთზე გრიზმანმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ვალენსია – ეიბარი 0:4
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-3): ალვეში, გარაი, მანგალა, გაია, მონტოია, სოლერი, მედრანი, მ.სუარესი, მინა (ბაკალი 73), კანსელო (ორელიანა 46), ძაძა.
მწვრთნელი: ვორო
ეიბარი (4-2-3-1): იოელი, გალვესი (რამისი 16), ლეიუნი, არბილია, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ადრიანი (ფ.რიკო 73), პ.ლეონი, პენია (ბებე 80), ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1, 0:4 ენრიჩი (28; 77), 0:2 ადრიანი (45+3 პენ.), 0:3 დ.გარსია (57)
გაფრთხილებები: გაია, გარაი – რამისი
გაძევება: სოლერი (45+1)
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო