თამაშგარე

15:00 | 4.02.2017 | ნანახია 6981 - ჯერ

დზემაილი: ჩემი ცოლი უფრო პოპულარულია, ვიდრე მე

“ბოლონიის” შვეიცარიელი ნახევარმცველი ბლერიმ დზემაილი, ფრანჩესკო ველუზისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ცოლზე ეჭვიანობს. 30 წლის ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მისი ცოლი უფრო პოპულარულია, ვიდრე თვითონ.

ალბანელი სუპერ მოდელი, ეროინა სულეიმანი ევრო 2016-ის ყველაზე ლამაზ ქალ ქომაგად დასახელდა. სწორედ ეროინა გახლავთ “ბოლონიის” შუახაზელის მეუღლე.

ინტერვიუში დზემაილი აღნიშნავს, რომ უკვე სამ წელიწადნახევარია ერთად არიან და მისდამი დიდი ნდობა აქვს, თუმცა ეროინას ძალიან უყვარს სოციალური ქსელებიო.

დზემაილი გარდა მეუღლისა თავის კარიერასაც შეეხო და 4 თებერვალს გასამართ “ბოლონია” “ნაპოლის” დაპირისპირებას შეეხო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი 2012-2015 წლებში სწორედ “ნაპოლში” ირიცხებოდა და ყველა ჩემპიონატში 109 მატჩში 19 გოლი გაიტანა. რაც შეეხება “ბოლონიას” – 21 თამაშში 6 გოლი დაუგროვდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:39 | 05.02.2017
federer (17) (15576)

და რატო უკვირს რო მასზე პოპულარულიაა

18:45 | 04.02.2017
dinamo222 (8587)

მართალიაა დზამაილი ვინ ოხერია პირველად გავიგეე DDD

17:07 | 04.02.2017
KoRBeN DaLLaS (24848)

იფ, იფ, იიიფ...
ეტყობა ამ სახელს რაღაც განსაკუთრებული შარმი აქვს. ჩემს მეზობელ ჯემალასაც ხოშიანი ცოლი ყავს DDDDDDDD

01:00 | 05.02.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

18:51 | 04.02.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

DDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134632