კალათბურთი

21:56 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამოსთან“ ,,ოლიმპი“ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის პირველ ტურში ,,ოლიმპი“ ,,დინამოსთან“ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის თანაშემწემ დავით როგავამ აცნობა.

,,ხვალინდელ მატჩში ,,დინამოსთან“ ვერ ითამაშებენ უკანახაზელი ირაკლი მიქელაძე ყურის ანთების, ფორვარდები კახა ტომარაძე თავის ტვინის შერყევის და ალექსანდრე ბოლქვაძე ვირუსის გამო. რაც შეეხება ცენტრალურ თავდამსხმელ გიორგი ბაქრაძეს, მას მუხლის ტრავმა აქვს და ხვალ მისი თამაშიც სათუოა,“ - გვითხრა როგავამ.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ ,,ოლიმპი“ ბოლოსწინა მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ხოლო ,,დინამო“ ერთპიროვნული ლიდერია.

0.114676