ჩოგბურთი

20:04 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: გამარჯვებულის ვინაობა კვირას გაირკვევა

დასრულდა დევისის თასის ევრო- აფრიკული ზონის მეორე ქვეჯგუფში საქართველოსა და ფინეთის ნაკრები გუნდების მეორე შეხვედრა.

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტუმართა მეორე ნომერ ეევო ვასას ოთხ სეტში 3:1(2:6, 6:1, 6:4, 6:1) მოუგო და თანაგუნდელები 1:0 დააწინაურა. მეორე შეხვედრაში ფინეთმა შეძლო რევანშის აღება და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1. ორივე გუნდისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა წყვილთა შეხვედრას ენიჭება, რომელიც ხვალ ჩატარდება. გამარჯვებულის ვინაობა კი კვირას გახდება ცნობილი, როდესაც ერთეულთა შორის ითამაშებენ.

წყვილთა შორის მასპინძლებს ბასილაშვილი და გიორგი ცივაძე ეყოლებათ. ფინელებს კი განაცხადში შესაბამისად მესამე- მეოთხე ნომრები ემილ რუუსუვუორი და ჰარი ჰელიოვაარა ყავთ შეყვანილი.

დღეს ჩატარებულ მეორე შეხვედრაში ცივაძე ფინელთა ლიდერ პატრიკ ნიკლას- სალმინენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო სარბიელზე გასვლა ვერ შეძლო. სტუმართა გუნდის კაპიტანმა კიმ ტიილიკაინენმა სალმინენი ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრით ჰელიოვაარათი შეცვალა.

პირველი გეიმის შემდეგ ჰარი დაწინაურდა, მაგრამ გიორგიმ ზედიზედ სამი გეიმის მოგება მოახერხა და 3:1 გახდა მის სასარგებლოდ. მაშინ როცა ქართველ ჩოგბურთელს ანგარიში 5:3 მიყავდა და სეტის მოგებამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ჰარიმ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტიც მის სასარგებლოდ დაასრულა -7:5. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. ჰელიოვაარა მომდევნო სეტებშიც დიდ უპირატესობას ფლობდა და 3:0 (7:5, 6:2, 6:1) შეძლო მეტოქის დამარცხება.

წყვილების შეხვედრა, რომელსაც ხვალ ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს 15:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.241643