ფეხბურთი

21:08 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ბულგარულ გუნდს მოუგო

საქართველოს ჩემპიონმა "სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი გამართა და ბულგარულ "დუნავის" 1:0 სძლია. გოლი 36-ე წუთზე გურამ სამუშიამ გაიტანა. მეორე ტაიმში სამტრედიელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილმა პენალტი მოიგერია. აქვე ვთქვათ, რომ "დუნავი" ბულგარეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა.

"სამტრედიას" შემადგენლობა: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (მანჯგალაძე), სანდოხაძე, კასრაძე (დოლიძე), სუხომლინოვი (ახალაძე), დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (მარკოზაშვილი), ბერიაშვილი (ჯიქია), ჩაგელიშვილი, სამუშია (ხაბეიშვილი)

6 თებერვალს გია ცეცაძის გუნდი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.

0.11335