კალათბურთი

15:29 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა "ფენერბახჩესთან" მატჩს დანაკლისით ხვდება

ევროლიგის რეგულარული სეზონის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს “ფენერბახჩე” და ცსკა სტამბულში დაუპირისპირდებიან. მოსკოვურ კლუბს მილოშ ტეოდოსიჩი, ვიქტორ ხრიაპა და ივან ლაზარევი ვერ დაეხმარებიან, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ფენერბახჩე” ცსკა-ს შეხვედრა 2 თებერვალს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. რეგულარულ სეზონის პირველ შეხვედრაში ცსკა შინ 75:95 დამარცხდა, მაშინ თურქულმა კლუბმა ოვერტაიმში მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127365