ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბრანისლავ ივანოვიჩი კარიერას სანქტ-პეტერბურგის “ზენიტში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
32 წლის მცველი “ზენიტს” უფასოდ შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ივანოვიჩი “არისტოკრატების” ღირსებას 2008 წლიდან იცავდა და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 377 მატჩში 33 გოლი გაიტანა. მან ლონდონური კლუბის რიგებში პრემიერლიგა (2-ჯერ), ასოციაციის თასი (სამჯერ), ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა მოიგო.
ცნობისთვის, სერბი ფეხბურთელისთვის რუსეთი უცხო ქვეყანა არაა. ის 2006-2008 წლებში მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშობდა.