ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიომ” შინ “ოკლაჰომა” 108:94 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 29:19 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა. “ოკლაჰომაში” რასელ უესტბრუკი 27 ქულით და 14 პასით გამოირჩა. რასელს სამმაგ დუბლამდე 4 მოხსნა დააკლდა. “სან ანტონიო” 37 მოგებით და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
“ტორონტო” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეანს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 96:96 დასრულდა. დამატებით 5-წუთეულში კანადელები უკეთ გამოიყურებოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე კაილ ლოურიმ გამარჯვების 2-ქულიანი ჩააგდო და “ტორონტომ” 108:106 მოიგო. მატჩში 33 ქულით და 10 მოხსნით კაილ ლოური გამოირჩა. “ნიუ ორლეანში” 30 ქულით ჰოლიდეი საუკეთესო გახლდათ.
“ტორონტო” – “ნიუ ორლეანი” 108:106 (23:25, 23:35, 31:15, 19:21 o.t. 12:10)
https://www.youtube.com/watch?v=a6FE1nWRPK4
“ვაშინგტონი” – “ნიუ იორკი” 117:101 (28:28, 31:26, 32:22, 26:25)
https://www.youtube.com/watch?v=hIarveS0AoY
“ჰიუსტონი” – “საკრამენტო” 105:83 (29:24, 25:11, 28:22, 23:26)
https://www.youtube.com/watch?v=j2-haXNK6yI
“სან ანტონიო” – “ოკლაჰომა” 108:94 (31:17, 21:25, 27:33, 29:19)
https://www.youtube.com/watch?v=jLThdGMMnes
“პორტლენდი” – “შალტოტი” 115:98 (28:23, 28:27, 30:18, 29:30)
https://www.youtube.com/watch?v=nPkGidVT0I8
“ლეიკერსი” – “დენვერი” 120:116 (30:30, 24:29, 27:17, 39:40)
https://www.youtube.com/watch?v=8eh0tY9sVp4