ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ტიმ კრული კარიერას “აზ ალკმაარში” გააგრძელებს. ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 28 წლის კრული, რომელიც მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, “ნიუკასლიდან” სამშობლოში დაბრუნდა და “აიაქსის” მაისური მოირგო, “ალკმაარში” იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
რაც შეეხება “აიაქსსა” და კრულს – ძირითად გუნდში მას არ უთამაშია და მხოლოდ მეორე გუნდში უწევდა სათამაშო პრაქტკის მიღება.
მანამდე კარიერის უმეტესი ნაწილი გამოცდილ კიპერს ინგლისში და კერძოდ, “ნიუკასლ იუნაიტედში” აქვს გატარებული.