ვეტერანი სენეგელალი თავდამსხმელი დემბა ბა, რომელიც ბოლო ორი წელი ჩინურ “შანხაი შენჰუაში” გამოდიოდა, ევროპაში დაბრუნდა. როგორც სტამბულის “ბეშიქთაშის” ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს “არწივების” რიგებში.
დემბა ბა ჩინეთში წასვლამდე სწორედ თურქულ გუნდში ასპარეზობდა და 2014-2015 წლების სეზონში 44 შეხვედრაში თავი 29-ჯერ გამოიჩინა. ჩინეთში კი ბამ 39 მატჩში 20 გოლი შეაგდო.
დემბა ბას თავის დროზე “მუსკრონში”, “ჰოფენჰაიმში”, “ვესტ ჰემში”, “ნიუკასლსა” და “ჩელსიში” უთამაშია.