კალათბურთი

17:10 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი – ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის თვის MVP (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და “მორაბანკ ანდორას” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის, ლიგა ენდესას იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნული წოდება გიორგის პირინელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა მიანიჭა.

იანვარში შერმადინი თამაშში საშუალოდ 18 ქულასა და 9 მოხსნას აგროვებდა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 27.8 ჰქონდა.

2017 წლის პირველ თვეში ქართველმა ცენტრმა ლიგა ენდესაში 4 შეხვედრა ჩაატარა – მადრიდის “რეალთან” 35 წუთში 21 ქულა, 15 მოხსნა, 1 ჩაჭრა დააგროვა. შემდეგ იყო “ბეტისთან” შეხვედრა, რომელშიც შერმადინმა 26 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი გააკეთა. ამას მოჰყვა გამარჯვება “გრან კანარიასთან” – გიორგიმ კი, 24 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა გუნდს, ხოლო იანვრის თვე “ჟუვენტუდთან” მარცხით დასრულდა, სადაც ქართველი ისეთი შთამბეჭდავი ვეღარ იყო, თუმცა თანაგუნდელებს შორის მაინც საუკეთესო გახლდათ: 23 წუთი, 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება.

გიორგი შერმადინი იანვარში ერთხელ ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ხოლო “რეალთან” მატჩისას იგივე მიღწევამდე ძალზე მცირედი დააკლდა.

0.130268