ფეხბურთი

13:26 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადებაიორი თურქეთში დასაქმდა

ტოგოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ახალი კლუბი იპოვა. 32 წლის ფეხბურთელმა თურქეთის “ისტამბულ ბაშაკშეჰირთან” წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ადებაიორი, რომელსაც კარიერის განმავლობაში “მეცის”, “მონაკოს”, “არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, “რეალის” და “ტოტენჰემის”რიგებში უთამაშია, ბოლოს “კრისტალ პალასში” გამოდიოდა. ტოგოელმა თავდამსხმელმა ეს კლუბი გასული წლის ზაფხულში დატოვა და ისევ ინგლისში ან საფრანგეთში მოწყობას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის სუპერლიგაში ამ დროისთვის მეორე ადგილზე მყოფ კლუბს მიაშურა.

0.151621