ფეხბურთი

23:12 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ოკამპოსი გაიფორმა

იტალიურმა “მილანმა” “ჯენოას” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკას ოკამპოსი დაიმატა. როგორც “როსონერის” ვებგვერდი იუწყება, ახალგაზრდა შემტევი “სან სიროზე” მიმდინარე სეზონს იჯარის წესით ჩაამთავრებს.

ლუკას ოკამპოსი “მარსელის” საკუთრებაა და სეზონის პირველი ნახევარი “ჯენოაში” ასევე იჯარით გაატარა (14 მატჩი, 3 გოლი).

მანამდე, ოკამპოსი კიდევ ერთი ფრანგული გუნდის, “მონაკოს” შემადგენლობაშიც თამაშობდა და მასზე დიდი იმედიც მყარდებოდა.

0.134572