ფეხბურთი

2:32 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" აღარ ხუმრობს, წინ კი "დიდი იტალიური დერბია" (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXII ტურის პირველი სათამაშო დღის შემდგომ მილანის “ინტერი” სატურნირო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა. “ნერაძური” ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია და ღრმა აუტსაიდერ “პესკარასთან” მისი გამარჯვება მოსალოდნელიც გახლდათ.

სტეფანო პიოლის ხელში “ინტერნაციონალე” ისეთი ტემპით აგროვებს ქულებს, საშუალო მაჩვენებლით საუკეთესოა მას შემდგომ, რაც პიოლი ჩაუდგა მა გუნდს სათავეში. ასე თუ გააგრძელებს მილანური გრანდი დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიხილოთ. ახლა იქმადე ორი ქულაა, თუმცა “ნაპოლის” თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. “პესკარასთან” მატჩს რაც შეეხება – მოსაყოლი არც არაფერია, ანგარიში ზუსტად ასახავს იმას, რაც “ჯუზეპე მეაცას” მინდორზე ხდებოდა. თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც დანილო დ’ამბროზიომ და ჟოაო მარიომ დაამწუხრეს “მეთევზეები”. ორივე გოლის დროს სტუმართა მცველების შეცდომა აშკარა იყო. სხვათა შორის, დ’ამბროზიო “ინტერის” პირველი მცველია მიმდინარე სეზონში, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრას კი წერტილი ედერმა მეორე ტაიმში დაუსვა – 3:0. “ინტერმა” სერია ა-ში მიჯრით მეშვიდე თამაში მოიგო, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით 9 თამაში აქვს მოგებული ასეთი კარგი სერია ბოლოს მილანელებს 2012 წელს ჰქონდათ. “ინტერმა” მეოთხე ადგილზე გადაინაცვა და რომის “ლაციოს” გადაასწრო. სტეფანო პიოლის და მის გუნდს მომდევნო ტურში ნამდვილი გამოცდა ელით – აპენინზე დიდი იტალიური დერბია: “იუვენტუსი” – “ინტერი”.

იმ “ლაციოს”, რომელიც ტურის სასტარტო მატჩში მოულოდნელად შინ დამარცხდა ვერონას “კიევოსთან” – არადა, “ბიანკოჩელესტე” მთელი თამაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მიმდინარე სეზონის ანტირეკორდიც დაამყარა: კარისკენ სიმონე ინძაგის გუნდმა 28-ჯერ დაარტყა – ამ რაოდენობის დარტყმებით კი წელს არცერთ გუნდს თამაში არ წაუგია. რომაელებმა რომ წააგეს სტუმართა ხალგაზრდა ფორვარდის, ინგლეზეს დამსახურებაა, რომელმაც ზედ ბოლო წუთზე გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი.

“ლაციო” – “კიევო” 0:1 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 19 000

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა (ლომბარდი 84), დე ვრეი, ჰოედტი, რადუ (ლუის ალბერტო 76); პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი, ჯორჯევიჩი (როსი 76), ლულიჩი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი, სპოლი (დაინელი 79), გობი; ბასტიენი (რიგონი 80), რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; დე გუზმანი (იცკო 64); ბირსა, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 0:1 ინგლეზე (90)

გაფრთხილება: მილინოვიჩ-სავიჩი (30), ლულიჩი (85) – კაჩატორე (45), იცკო (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 4 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: მუშელ ფაბრი

“ინტერი” – “პესკარა” 3:0 (2:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 42 000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (სანტონი 85), მედელი, მირანდა, ნაგატომო; გალიარდინი, ბროჟოვიჩი; კანდრევა (გაბრიელ ბარბოსა 76), ჟოაო მარიო, პერიშიჩი (ედერი 71); იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“პესკარა” (4-2-3-1): ბიძარი; ძამპანო, სტენდარდო (კრეშენცი 55), კოდა, ბირაგი; ბრუნო, მემუშაი; ბენალი, კასტანიოსი (კუბასი 82), ვერე; ბაჰებეკი (ჩერი 75)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 დ’ამბროზიო (23), 2:0 ჟოაო მარიო (43), 3:0 ედერი (73)

გაფრთხილება: ნაგატომო (54) – ბირაგი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 14, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 14, ედინ ჯეკო (“რომა”) – 14, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 12, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 11.

თეგებისერია A
0.275901