ფეხბურთი

17:20 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

იტალიური “ემპოლისა” და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი რომან ჭანტურია კარიერას პორტუგალიურ “ოლიანენსეში” გააგრძელებს. როგორც “ემპოლის” ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, ქართველი ფორვარდი პორტუგალიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

“ოლიანენსე” პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში ასპარეზობს და ამ დროისთვის ღრმა აუტსაიდერია – 22 ტურის შემდგომ ამ გუნდს მხოლოდ 13 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე მყარად იმყოფება.

რომან ჭანტურია კი, “ემპოლის” ახალგაზრდული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო გასულ სეზონში. მთავარი გუნდის სერია ა-ს სამატჩო განაცხადში არაერთხელ მოხვდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

0.118162