ნიონში ევროპის 2019 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართა და 54 ქვეყნის ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მე-3 ჯგუფში მოხვდა, გია გეგუჩაძის შეგირდებს ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების ნაკრებებთან მოუწევთ. ამ შესარჩევში თამაში 1996 წელს დაბადებულ ფეხბურთელებსა და უმცროსებს შეეძლებათ.
ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებს.
2019 წელს ევროპის ჩემპიონატს იტალია უმასპინძლებს, რომელსაც პარტნიორობას სან მარინო გაუწევს. იტალიის ნაკრები ტურნირზე შესარჩევი ეტაპის გარეშეა დაშვებული, სან მარინოს ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
შესარჩევი ტურნირი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.
აქვე კენჭისყრის შედეგები სრულად:
ჯგუფი 1: ჩეხეთი, ხორვატია, საბერძნეთი, მოლდოვა, ბელარუსი, სან მარინო
ჯგუფი 2: ესპანეთი, სლოვაკეთი, ისლანდია, ალბანეთი, ესტონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია
ჯგუფი 3: დანია, პოლონეთი, ფინეთი, საქართველო, ლიტვა, ფარერის კუნძულები
ჯგუფი 4: ინგლისი, ჰოლანდია, უკრაინა, შოტლანდია, ლატვია, ანდორა
ჯგუფი 5: გერმანია, ისრაელი, ნორვეგია, ირლანდია, აზერბაიჯანი, კოსოვო
ჯგუფი 6: შვედეთი, ბელგია, თურქეთი, უნგრეთი, კვიპროსი, მალტა
ჯგუფი 7: სერბეთი, ავსტრია, რუსეთი, მაკედონია, სომხეთი, გიბრალტარი
ჯგუფი 8: პორტუგალია, შვეიცარია, რუმინეთი, უელსი, ბოსნია, ლიხტენშტეინი
ჯგუფი 9: საფრანგეთი, სლოვენია, მონტენეგრო, ბულგარეთი, ყაზახეთი, ლუქსემბურგი
შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის გამოყოფილი დღეები:
2017 წელი
20-28 მარტი; 5-13 ივნისი; 28 აგვისტო - 5 სექტემბერი; 2-10 ოქტომბერი; 6-14 ნოემბერი
2018 წელი
19-27 მარტი; 3-11 სექტემბერი; 8-16 ოქტომბერი
პლეი ოფის თამაშები - 12-20 ნოემბერი