ფეხბურთი

23:18 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ჯოვინკომ “ბარსელონაში” გადასვლაზე უარი თქვა

კატალონიის “ბარსელონას” იტალიელი თავდამსხმელის, სებასტიან ჯოვინკოს შეძენა სდომებია, თუმცა როგორც გაირკვა “კამპ ნოუზე” გადაბარგება თავად ფეხბურთელმა იუარა. აღნიშნულის შესახებ ჯოვინკოს აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ერთი წლის წინ, 2016 წლის იანვარში, “ბარსელონას” ხელმძღვანელები მილანში იმყოფებოდნენ და შეგვხვდნენ კიდეც. მათ სებასტიანის იჯარით აყვანა სურდათ, მაგრამ ჯოვინკომ იუარა კატალონიაში გადასვლა. ტრანსფერის მომხრე არც “ტორონტო” გახლდათ”, - უთხრა Premium Sport-ს ანდრეა დ’ამიკომ.

შეგახსენებთ, სებასტიან ჯოვინკო 2015 წლის ზამთრიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებული შტატების ლიგაში თამაშობს. კერძოდ, კანადური “ტორონტოს” რიგებში და MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112124