ჩოგბურთი

17:27 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დიდების დარბაზის” ორი ახალი წევრი

ჩოგბურთის “დიდების დარბაზს” ორი ახალი წევრი ეყოლება - ბელგიელი კიმ კლაისტერსი და ამერიკელი ენდი როდიკი, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“დიდების დარბაზი” ამერიკის ქალაქ ნიუპორტში მდებარეობს. როდიკის და კლაისტერსის “დიდების დარბაზში” შეყვანის ცერემონიალი 22 ივლისს გაიმართება.

როდიკს კარიერაში 32 ტიტული აქვს მოპოვებული. 2003 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო, ამავე წელს ენდი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გახდა.

კიმ კლაისტერს 41 ტიტული აქვს მოგებული. კიმმა დიდი სლემის ოთხი ტიტული მოიგო.

0.115326