მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დევისის თასზე რუსეთის წინააღმდეგ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას დევისის თასის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სეზონის დასაწყისში ჯოკოვიჩი რუსეთის ნაკრებთან თამაშს არ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ნოლემ აზრი შეიცვალა.
სერბეთი - რუსეთის დაპირისპირება 3-5 თებერვალს გაიმართება.
სერბეთის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოვაკ ჯოკოვიჩი, ვიქტორ ტროიცკი, დუშან ლაიოვიჩი და ნენად ზიმონჟიჩი.