ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში სერენა უილიამსი მარიანა ლუჩიჩ-ბარონს შეხვდება.
მეოთხედფინალში სერენამ ბრიტანელ კონტას მარტივად 6:2, 6:3 აჯობა. უილიამსმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა.
მსოფლიო რეიტინგის 79-ე ნომერმა ხორვატმა მარიანა ლუჩიჩ-ბარონმა რეიტინგის მე-5 ნომერი ჩეხი კაროლინა პლისკოვა მძიმე ბრძოლაში 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა და ყველასთვის მოულოდნელად ნახევარფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ტურნირის მეორე წრეში ერთ-ერთი ფავორიტი პოლონელი აგნეშკა რადვანსკა ორ სეტში 6:3, 6:2 დაამარცხა.
სერენას და ლუჩიჩ-ბარონის შეხვედრა 26 იანვარს გაიმართება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრილან.