ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “სან ანტონიოს” ლიდერი კავაი ლეონარდი და აღმოსავლეთში “ფილადელფიას” კალათბურთელი ჯოელ ემბიდი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასულ კვირაში “ფილადელფიამ” ორივე მატჩი მოიგო, ემბიდი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22 ქულას, 9.5 მოხსნას, 3.5 პასს და 3 ბლოკ-შოტს აკეთებდა. კავაი ლეონარდი კი საშუალოდ ერთ მატჩში 36.3 ქულას, 6 მოხსნას, 4.7 პასს და 2.7 ბლოკ-შოტს აკეთებდა.