ფეხბურთი

0:05 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა სამშობლოში ბრუნდება

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი მცველი პატრის ევრა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელის მომავალი მარსელის “ოლიმპიკს” უკავშირდება. წყაროს, ჯერჯერობით შესაძლო ტრანსფერის დეტალები არ გაუხმაურებია, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, რუდი გარსიას ვარიანტი ყველაზე რეალურია.

ევრა იანვარში “იუვენტუსის” არცერთ სამატჩო განაცხადში არ ყოფილა შეყვანილი, რისი მიზეზიც მისი ტურინიდან წასვლაა. აქამდე ფრანგის მომავალს “ვალენსიას”, “კრისტალ პალასსა” და “ლიონს” უკავშირებდნენ.

პატრის ევრა ბოლოს საფრანგეთში 2004 წელს გამოდიოდა, როდესაც “მონაკოს” ღირსებას იცავდა. იმის მერე კი, ფრანგმა “მანჩესტერ იუნატიედსა” და “იუვენტუსში” ითამაშა.

0.118711