კალათბურთი

19:08 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეროზანი ორ შეხვედრას გამოტოვებს

“ტორონტო რეპტორსის” ლიდერი დემარ დეროზანი გუნდს მინიმუმ ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას Toronto Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კალათბურთელს ფეხის ტრავმა აქვს, რომელიც “ფინიქსთან” (103:115) წაგებულ მატჩში მიიღო.

დეროზანი 25 იანვარს “სან ანტონიოს” და 26 იანვარს “მემფისის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

დემარი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 27.9 ქულას, 5.3 მოხსნას და 3.8 პასს აკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117993