ფეხბურთი

17:20 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლას ულტიმატუმი “მილანს” – დონარუმას ხელფასი უნდა გაეზარდოს

იტალიური “მილანის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ “როსონერის” ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა. ბრიტანული გამოცემა “სანის” ცნობით, რაიოლას მოთხოვნა ასეთია: მისი კლიენტის ხელფასი კვირაში 190 000 ევრომდე გაიზარდოს. რაც წელიწადში 9 მილიონ ევროს უდრის. თუ ლომბარდიელები მინოს შეთავაზებას არ დასთანხმდებიან, მაშინ სახელმოხვეჭილი აგენტი დონარუმას სხვა გუნდში ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.

ჯერჯერობით უცნობია ამასთან დაკავშირებით “მილანის” ოფიციალური პოზიცია. ცნობილია, რომ დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოეს მომავალში აპირებენ.

ჯანლუიჯი დონარუმა ჯერ კიდევ 17 წლისაა, მაგრამ “მილანის” კარს 2015 წლის შემოდგომიდან მოყოლებული დამაჯერებლად იცავს. დონარუმა დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა მეკარეა.

0.115689