საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და “ბასკონიას” ფორვარდი თორნიკე შენგელია ოთხი კვირა ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას Eurohoops.net-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქართველ კალათბურთელს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს.
სამწუხაროდ, შენგელიას როგორც ევროლიგაზე, ისე ესპანეთის თაზე და ჩემპიონატში ბევრი მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება მოუწევს.