ფეხბურთი

21:07 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დეულოფეუ "მილანისთვის" გაირჯება

ახლა უკვე ოფიციალურად, ჟერარ დეულოფეუ “მილანის” ფეხბურთელია. როგორც იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის შემტევი “მილანში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს იჯარის წესით.

22 წლის ესპანელის ტრანსფერი სამი დღირს წინ გადაწყდა, მაგრამ იგი მილანში გუშინ ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება კი წარმატებით დღეს გაიარა. დეულოფეუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პირველი შენაძენია.

ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონას” აღზრდილია. კატალონელთა გარდა მას “სევილიასა” და “ევერტონის” ღირსება დაუცავს. ლივერპულელთა რიგებში მან 49 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

0.11407