ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის დასკვნით სათამაშო დღეს 5 შეხვედრა გაიმართა. “სევილიამ” და “ბარსელონამ” თავიანთი მატჩები მოიგეს და “რეალს” უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცეს, ხოლო “ატლეტიკო” მორიგი ქულები დაკარგა და მე-3 ადგილზე მყოფ “ბარსელონას” უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
დღის პირველი შეხვედრა “ესტადიო ელ სადარიზე” გაიმართა, სადაც ბოლო ადგილოსანმა “ოსასუნამ” ჩემპიონობისთვის მებრძოლ “სევილიას” უმასპინძლა და დიდი ბრძოლა გაუმართა.
“სევილიასთვის” თამაში ცუდად დაიწყო და მე-15 წუთზე მდევრილს როლში აღმოჩნდა. ანდალუსიელებმა შესვენების წინ გაათანაბრეს: ვისენტე იბორას ულამაზესი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელმა აისხლიტა და სტევან იოვეტიჩს მიუვიდა, რომელმაც კვლავ იბორა მოძებნა და ახლო მანძილიდან გაატანინა.
ანდალუსიელებისთვის კარგად მეორე ნახევარიც არ დაწყებულა და 63-ე წუთზე “ოსასუნა” კვლავ დაწინაურა: ვისენტე იბორას ბურთი აეჭრა და ამჯერად ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ კაპიტანმა შეცდომა ორ წუთში გამოასწორა და თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა. “დალაქები” მე-80 წუთზე ფრანკო ვაზკესმა დააწინაურა, 92-ე წუთზე კი პაბლო სარაბიამ გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გამოავლინა. თუმცა, ნავარელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც იბრძოლეს და ერთ წუთში კოდრომ კიდევ ერთი ბურთის გატანა მოახერხა – 3:4. “სევილიამ” 42 ქულა დააგროვა და პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა.
“სევილიასგან” განსხვავებით, იოლად მოიგო “ბარსელონამ”, რომელმაც “ეიბარს” გასვლაზე ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიელებმა ტაიმი დენის სუარესის გოლით მოიგეს, რომელიც მოედანზე მე-10 წუთზე ტრავმირებული ბუსკეტსის ნაცვლად გამოვიდა. დენისმა 30-ე წუთზე შორიდან ძლიერად გაისროლა და თავის გუნდი დააწინაურა.
“ბარსელონასთვის” მეორე ტაიმი მშვენივრად დაიწყო და 50-ე წუთზე ლიონელ მესიმ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, 68-ე წუთზე უკვე ლუის სუარესის ჯერი დადგა, რომელმაც ლეიუნის უხეში შეცდომა შეირგო, ხოლო საბოლოო ანგარიში 91-ე წუთზე ნეიმარმა დააფიქსირა – 0:4.
ქულები დაკარგა მადრიდის “ატლეტიკომ”, რომელიც “სან მამესზე” “ბილბაოს” დაუზავდა. სტუმრები მე-3 წუთზე კოკემ დააწინაურა, მაგრამ ლეკუემ და დე მარკოსმა თამაში შემოაბრუნეს და მადრიდელებმა ქულა ძვლივს წამოიღეს: “როხიბლანკო” მარცხისგან ანტუან გრიზმანმა იხსნა, რომელმაც მე-80 წუთზე მშვენიერი გოლი შეაგდო – 2:2.
“სოსიედადმა” ხუანმის გოლით “ანოეტაზე” ვიგოს “სელტას” აჯობა, ხოლო “ბეტისის” და “ხიხონის” დაპირისპირებაში გოლი არ გასულა.
ოსასუნა – სევილია 3:4 (1:1)
პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”
ოსასუნა (5-3-2): მ.ფერნანდესი, უ.გარსია, ოიერი, ბონინი, კლერკი, ბერენგერი, ფაუსტო (კოდრო 88), კაუსიჩი (ი.გარსია 74), რ.ტორესი, ს.ლეონი (რივიერი 71), რიერა.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი
სევილია (3-5-2): ს.რიკო, პარეხა, რამი, მერკადო (სარაბია 65), ფ.ვაზკესი (კრანევიტერი 84), ნ’ზონზი, იბორა, იოვეტიჩი, ბენ იედერი (ხ.კორეა 90).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
გოლები: 1:0 ს.ლეონი (15), 1:1; 2:1; 2:2 იბორა (43; 63 ს.კ.; 65), 2:3 ფ.ვაზკესი (80), 2:4 სარაბია (92), 3:4 კოდრო (93)
გაფრთხილებები: ფაუსტო, რ.ტორესი, რიერა, მ.ფერნანდესი, რივიერი – ნ’ზონზი, რამი, იბორა
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი
ბილბაო – ატლეტიკო 2:2 (1:1)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ბოვედა, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, იტურასპე (მ.რიკო 89), მუნიაინი (სუსაეტა 83), ლეკუე, რ.გარსია, უილიამსი (ვილალიბრე 83).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ვრსალკო, კოკე, საული, გაბი (ფ.ტორესი 58), კარასკო (ა.კორეა 65), გამეირო (გაიტანი 65), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კოკე (3), 1:1 ლეკუე (42), 2:1 დე მარკოსი (56), 2:2 გრიზმანი (80)
გაფრთხილებები: უილიამსი, იტურასპე – გაბი, კარასკო, ხიმენესი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
სოსიედადი – სელტა 1:0 (0:0)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, ბერჩიჩი, ზალდუა, კანალესი (გაცტანაგა 80), გრანერო, ზურუტუზა, ხუანმი, ველა (პრიეტო 71), ვილიან ჟოზე (ოიარზაბალი 63).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, რონკალია, ფონტასი, ს.გომესი, პლანასი, ხოზაბედი (რადოია 68), სენე (გუიდეტი 73), პ.ერნანდესი, ჩეიკი (ასპასი 83), გუიდეტი, როსი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლი: ხუანმი (72)
გაფრთხილებები: ბერჩიჩი, ხუანმი – პლანასი, როსი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბეტისი – ხიხონი 0:0
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (5-3-2): ადანი, დონკი, პაცელა, ბ.გონსალესი, დურმისი, პიცინი, ბრასანაჩი (პეტროსი 53), მარტინი (ლეივა 83), სებალიოსი, ზოზულია (ალეგრია 52), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ხიხონი (4-3-3): კუელარი, ამორობიეტა, ბაბინი, კასტელიანო, კანელია, კარმონა (ბურგუი 86), ხ.ტორესი, კასესი, ი.ლოპესი, ვ.როდრიგესი (მ.გომესი 61), ჩოპი (კ.კასტრო 76).
მწვრთნელი: რუბი
გაფრთხილებები: სებალიოსი, ბ.გონსალესი – ბაბინი, კასტელიანო
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ეიბარი – ბარსელონა 0:4 (0:1)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): იოელი, ლეიუნი, მ.დოს სანტოსი, ლუნა (რივერა 82), კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ადრიანი (ფ.რიკო 74), ინუი (პენია 78), პ.ლეონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე, უმტიტი, რობერტო (ვიდალი 65), ალბა, ბუსკეტსი (დ.სუარესი 10), თურანი, რაკიტიჩი, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი (ალკასერი 76).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 დ.სუარესი (31), 0:2 მესი (50), 0:3 ლ.სუარესი (68), 0:4 ნეიმარი (91)
გაფრთხილებები: ესკალანტე, კაპა, ენრიჩი – თურანი
მსაჯი: ხოსე სანჩესი