ფეხბურთი

19:00 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: საქართველომ ლატვიასთან 2:5 წააგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო შეხვედრა გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდები ლატვიის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2:5 დამარცხდნენ. ქართველთაგან მეტოქის კარის აღება ჯანგველაძემ და მექვაბიშვილმა მოახერხეს.

ამ შეხვედრით 17-წლამდელებმა საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს. 12 გუნდი მონაწილეობდა და საქართველო მე-11 პოზიციაზე გავიდა.

საქართველოს შემადგენლობა ლატვიასთან: თვალოძე, მელიქიშვილი (კაპანაძე 21), ბაქრაძე (წაქაძე 52), აზაროვი (ხარაიშვილი 74), ჩოთალიშვილი, ჩარკვიანი (გელაშვილი 52), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (აშორდია 40), დავითაშვილი (ქუთათელაძე 57), თუდები (კვარაცხელია 31), ჯანგველაძე

სათადარიგონი: ბახტაძე, გულიაშვილი

გოლები: 1:0, 2:0 ვარსლავანსი (13, 19), 2:1 ჯანგველაძე (26), 3:1 ტონიშევსი(39), 4:1 სტეპანოვსი (66),4:2 მექვაბიშვილი (79 პენ), 5:2 ზეგელე (80+2)

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრები 2001 წელს დაბადებულებით თამაშობდა: ტურნირზე ნაკრებების უმეტესობას კი ერთი წლით დიდები ჰყავდა.

0.116482