ფეხბურთი

17:06 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: ცინცაძის და კაშიას ტაიმები

ჰოლანდიის ერედივიზიონის XIX ტურში ვერ მოიგო გურამ კაშიას “ვიტესმა”. არნემელები გასვლაზე “გრონინგემს” დაუზავდნენ – 1:1. ჰოლანდიური გუნდის ქართველი კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა. შესვენებაზე იგი “ვიტესის” თავკაცმა, ფრეიზერმა შეცვალა. როგორც თამაშის შემდგომ განაცხადა, კაშიას გარჯით უკმაყოფილო გახლდათ და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო. “ვიტესს” 19 ტურის შემდგომ 27 ქულით მე-7 პოზიცია უკავია.

პოლონურ პოგონში დებიუტი ჰქონდა მათე ცინცაძეს – ქართველი ნახევარმცველი გუნდი ამხანაგურად შჟეჩინის “იეჟიორაკს” გაეჯიბრა და 2:0 მოუგო. მათე მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

გუშინვე სპარინგი ჰქონდა ვენის “რაპიდს”, რომელიც “ნოიშტადთან” 1:2 დამარცხდა. ავსტრიელთა რიგებში არ უთამაშია გიორგი ქვილითაიას, რომელმაც წინა ორ ამხანაგურ მატჩში სამი გოლი გაიტანა. თუმცა, ამჯერად მას მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121488